ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმა მისცა. ის საარჩევნო უბანზე ცოლთან ერთად მივიდა.
ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს "საცოდავი ფეიკერები" უწოდა. მათ კითხვებს პასუხი არ გასცა.
ფორმულას ჟურნალისტი მას ეკითხებოდა:
- ჯუანშერ ბურჭულაძეზე რას გვეტყვით, თქვენი გარემოცვის წევრი იყო და ახლა კორუფციის გამოა დაკავებული, არ ფიქრობთ, რომ თქვენც გემუქრებათ საფრთხხე ამის გამო?
- თუ გრჩებათ ივანიშვილთან დალაგების იმედი, ბატონო ირაკლი?
- თორნიკე რიჟვაძეზე რას გვეტყვით ბატონო ირაკლი? თქვენ მაინც თუ ინარჩუნებთ კონტაქტს თორნიკე რიჟვაძესთან? პასპორტით მიეცით ხმა თუ პირადობის მოწმობის გამოყენება დაგჭირდათ, რადგან ამბობენ, რომ პასპორტიც კი არ გიჭირავთ ხელში?
- ჯუანშერ ბურჭულაძეს აქედან მაინც არ გაამხნევებთ?
ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად მხარდამჭერთან სელფები გადაიღო.
